თარგმნის ფასი

თარგმნის ფასი როგორ განისაზღვრება? როცა საქმე დოკუმენტების თარგმნას ეხება, ფასი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რომელიც დამკვეთს (მომხმარებელს) აინტერესებს. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ თარგმანის ღირებულება არ არის ერთგვაროვანი და ის მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. ამიტომ, ზუსტი ფასის დასადგენად, საჭიროა დეტალური ინფორმაციის მოწოდება.

თარგმნის ფასი

რა ფაქტორები მოქმედებს თარგმნის ფასზე?

თარგმნის ფასი განისაზღვრება შემდეგი ფაქტორებით:

ტექსტის მოცულობა: თარგმნის ფასი ყველაზე ხშირად სტანდარტული გვერდის მიხედვით იანგარიშება, რომელიც, სტანდარტულად მოიცავს 1800 სიმბოლოს. არის გამონაკლისებიც. მაგალითად მცირე ზომის დოკუმენტები, როგორიცაა: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები. ასეთი დოკუმენტის თარგმნის განფასება ხდება ფიქსირებული თანხით. 

ენობრივი წყვილი. თარგმანის ღირებულება დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ენებზე ხდება მუშაობა. პოპულარული ენებიდან (ინგლისური, რუსული, გერმანული, თურქული, ფრანგული) თარგმნა, როგორც წესი, უფრო იაფია, ვიდრე იშვიათი ენებიდან ( ჩინური, არაბული), რადგან იშვიათ ენებზე მომუშავე სპეციალისტები ცოტაა.

ტექსტის სირთულე და სპეციფიკა: თარგმნის ფასი იცვლება ტექსტის სირთულის მიხედვით.

ზოგადი ტექსტები: პირადი წერილები ან მარტივი ტექსტების თარგმნა იაფია.

სპეციალიზებული ტექსტები: იურიდიული, სამედიცინო, ტექნიკური ან ფინანსური დოკუმენტების თარგმანი უფრო ძვირია, რადგან ისინი განსაკუთრებულ ცოდნას და ტერმინოლოგიურ სიზუსტეს მოითხოვს.

თარგმნის შეკვეთის ვადა: თუ თარგმანი სასწრაფოდ გჭირდებათ და სტანდარტულ ვადაში ვერ ელოდებით, მომსახურების ღირებულება გაიზრდება, რადგან თარჯიმანს შესაძლოა დამატებითი დრო დასჭირდეს, რაც არასამუშაო საათებში მუშაობას გულისხმობს.

დამატებითი სერვისები: თარგმანის ფასს ემატება სხვადასხვა დამატებითი სერვისის ღირებულება. მაგალითად, ნოტარიული დამოწმება, აპოსტილი ან ლეგალიზაცია.

თარგმნის ფასი

სამედიცინო

A4 ფორმატი

12 ლარი

/ 1 გვერდი

იურიდიული

A4 ფორმატი

15 ლარი

/ 1 გვერდი

ტექნიკური

A4 ფორმატი

20 ლარი

/ 1 გვერდი

როგორ გავიგოთ თარგმნის ზუსტი ფასი?

მთარგმნელობითი მომსახურება. თარგმნა დოკუმენტების. თარჯიმანთა ბიურო.

იმისათვის, რომ გაიგოთ თარგმნის ზუსტი ფასი, საუკეთესო გზაა, დაუკავშირდეთ ჩვენ მთარგმნელობით ბიუროს და მოგვაწოდოთ ყველა დეტალი. აუცილებლად გამოგვიგზავნეთ დოკუმენტი, მიუთითეთ ენობრივი წყვილი, სასურველი ვადა და გჭირდებათ თუ არა ნოტარიული დამოწმება. ამ ინფორმაციის საფუძველზე, ჩვენ შევძლებთ თქვენი კონკრეტული შეკვეთის ზუსტ ღირებულებას და ვადებს დაგიდგენთ.

გახსოვდეთ, რომ პროფესიონალური თარგმანი არის ინვესტიცია თქვენს უსაფრთხოებასა და წარმატებაში. თუ გსურთ, რომ თქვენი დოკუმენტები ზუსტად და ხარისხიანად იყოს ნათარგმნი, დაგვიკავშირდით. ჩვენი გუნდი მზად არის დაგეხმაროთ!

თუ გსურთ, დაზოგოთ დრო და მიიღოთ პროფესიონალური თარგმანი სახლიდან გაუსვლელად, დაგვიკავშირდით. ჩვენი ონლაინ სერვისი მზად არის, უზრუნველყოს თქვენი კომუნიკაციის სიზუსტე!